1075 მარნეულელი კურსდამთავრებულისათვის საატესტატო გამოცდები ხვალიდან დაიწყება
ხვალ, 19 მაისს საქართველოში მეთორმეტე კლასელთათვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყება. მარნეულის მაშტაბით მეთორმეტე კლასს 1075 მოსწავლე ამთავრებს და ყველანი ეგრედწოდებულ „კატის“ გამოცდას აბარებენ.
ქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები ოთხ საგანს ქართულს, მათემატიკას, ისტორიას და უცხო ენას ჩააბარებენ.
აზერბაიჯანულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები კი ხუთ საგანს ჩააბარებენ, ვინაიდან მე-11 კლასში მათ მხოლოდ ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ჰქონდათ გამოცდა.
პრეტესტი 19 მაისს ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია.
გთავაზობთ გამოცდების ჩატარების განრიგს:
20 მაისი:
ქართული ენა და ლიტერატურა;
ქართული, როგორც მეორე ენა;
გეოგრაფია;
21 მაისი:
უცხოური ენები;
ბიოლოგია;
22 მაისი:
ისტორია;
ფიზიკა;
23 მაისი:
მათემატიკა;
ფიზიკა;
24 მაისი - ქიმია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები