მარნეულში კურსდამთავრებულების 70%-მა "კატის" გამოცდები წარმატებით გაიარა
მარნეულის მასშტაბით სკოლის
გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეების 70%-მა წარმატებით
ჩააბარა.
ამის შესახებ რადიო "მარნეულს" მარნეულის რესურს-ცენტრის დირექტორმა
ქენან ომაროვმა გნუცხადა. ქენან ომაროვმა ასევე აღნიშნა, რომ
პროცენტულ მაჩვენებელში ცდომილება +-1% შესალებელი.
მარნეულის რესურს-ცენტრის დირექტორმა ჩვენთან საუბრისას ასევე თქვა,
რომ მანრუის 5 საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულების 100%-მა საატესტატო
გამოცდები წარმატებით გაიარა.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის მასშტაბით მეთორმეტე კლასი 1075-მა
მოსწავლემ დაამთავრა და ყველამ ეგრედწოდებული „კატის“ გამოცდა
ჩააბარა.
ქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულებმა ოთხი საგანი ქართული,
მათემატიკა, ისტორია და უცხო ენას ჩააბარეს.
აზერბაიჯანულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულებმა კი ხუთ საგანი
ჩააბარეს, ვინაიდან მე-11 კლასში მათ მხოლოდ ფიზიკაში, ქიმიასა და
ბიოლოგიაში ჰქონდათ გამოცდა.
რადიო "მარნეული"