ავარიული მდგომარეობისა და ბავშვების სიმცირის მიუხედავად ახლომახმუდლოს სკოლა მაინც ფუნქციონირებს
მარნეულის სოფლ ახლომახმუდლოს მკვიდრების თქმით, 50-60-იან წლებში აშენებული სკოლის მდგომარეობა სავალალოა. მასწავლებლები საკუთარი მწირი შესაძლებლობებით ცდილობენ სკოლის გარემონტებას, რათა სასწავლო პროცესი არ შეჩერდეს.

სკოლის ძველი სტილის აივნი ლურჯ ფერშია შეღებილი. საკლასო ოთახებში ანგრეული ხის იატაკია. შეშის ღუმელები და მილები კი ზოგ საკლასო ოთახში იატაკზეა დაყრილი. სკოლის თავზე საქართველოს დროშა ფრიალებს,კედელზე კი ნარიმან ნარიმონოვის შესახებ მემორიალური დაფა კიდია.
სკოლა რვა კლასიანი იყო, თუმცა წელს ის ცხრა კლასიანი უნდა გახდეს.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლა ახლომახმუდლოში მდებარეობს ის არაფლოს სკოლის ბალანსზეა გადაყვანილი და მას არაფლოს საშუალო სკოლის დირექტორი ხელმძღვანელობს. ეს გადაწყვეტილება კი იმიტომ იყო მიღებული, რათა სოფელში სკოლა არ დახურულიყო.

სკოლის ავარიული მდგომარეობისა და ბავშვების სიმცირის გამო ახლომაახმუდლოს სკოლას დახურვა ემუქრებოდა, თუმცა მოსახლეობის და სკოლის მასწავლებლების თხოვნით ის არაფლოს სკოლის ფილიალად იქცა. მოსახლეობა კი ითხოვს, რომ სკოლა გარემონტდეს და სკოლისთვის შესაბამის პირობებში ისწავლონ მოსწავლეებმა და იმუშაონ მასწავლებლებმა.

თუმცა არაფლოს სკოლის დირექტორი ისმაილ ფარადოვი ამბობს რომ სკოლა რემონტს არ ექვემდებარება.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები