მარნეულის N2 საჯარო სკოლის დირექტორის განცხადებით, შესაძლოა ლეილა მამედოვას უჩივლოს
მარნეულის N2 საჯარო სკოლის დირექტორის განცხადებით, ლეილა მამედოვას შესაძლებელია უჩივლოს. ამის საფუძვლად კი რადიო „მარნეულის“ გამოქვეყნებულ მასალას იშველიებს.

დღეს, 29 ივნის უფლებადამცველმა ლელილა მამედოვამ განცხადება გააკეთა, სადიანაც ირკვევა, რომ მარნეულის მეორე საჯარო სკოლის დირექცია შიდა გამოცდების ჩატარებით მხოლოდ წარმატებულ მოსწავლეებს იტოვებს.

შორენა ხუხუას აზრით კი მოსწავლეები 6 კლასის პროგრამას ვერ ლახავენ, რადგან მათი დაკვირვებით ისინი ხუთი წლის ასაკში არიან სკოლაში შეყვანილები და მათ დამატებითი მეცადიენეობა სჭირდებათ პროგრამის დასაძლევად.

დღევანდელ შეხვედრაში მონაწილე მშობლების თქმით, ქართულ სექტორში მოსწავლეებს უძნელდებათ სწავლა და ვერ ხვდებიან თუ რატომ ხდება ეს მათთვის მხოლოდ გამოცდების შემდეგ ცნობილი. თან სკოლა ტესტირებაში ჩაჭრილების სხვა სკოლაში გადაყვანას მოითხოვს. ხუხუა თვლის, რომ ეს პროვოკაცია არის და მისნაირ რეფორმატორებთან ჟურნალისტებისგან მხარდაჭერას უნდა გრძნობდეს. შარშანაც იგივე მდგომარეობა იყო, თუმცა არავინ დაინტერესებულა. მეორე წელს, ვინც პროგრამა ხელმეორედ გაიარა კარგ შედეგებს მიაღწიეს. ის პროვოკაციად აფასებს ლეილა მამედოვას კომენტარს და მშობლების მოსაზრებას , რომ მათ აიძულებენ მოსწავლეები გადაიწყვანონ სხვა სკოლებში.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები