სიახლე
მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან ჰაჯიევი მეორე სკოლის გამოცდებში უკანონოს ვერაფერს ხედავს
მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან ჰაჯიევი მეორე სკოლის გამოცდებში უკანონოს ვერაფერს ხედავს.


ამის შესახებ ჰაჯიევმა დღეს, 2 ივლისს რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, როდესაც ის მარნეულის N-2 საჯარო სკოლაში მშობლებსა და სკოლის დირექციას შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

„მეორე საჯარო სკოლაში რაც არის პროცესი, გამოცდებთან დაკავშირებით, ყველაფერი იყო კანონიერი, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მშობლებს განსხვავებული აზრი აქვთ.“ - განაცხადა რუსლან ჰაჯიევმა.

პარლამენტარმა ჩვენთან საუბრისას ასევე თქვა, რომ მან მოისმინა მშობლების პრეტენზიები და ასევე გაეცნო სკოლის დირექციის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით.

„მე პირადად გავესაუბრები განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობას. ისინი თვითონ იმსჯელებენ შინაგანაწესით და თუ რომელიმე საკითხი გამოტოვებულია მიიღებენ შესაბამის ზომებს.“ -ამბობს რუსლან ჰაჯიევი.


რუსლან ჰაჯიევის თქმით, მიმდინარე პროცესს ისინი თვალყურს მიადევნებენ. მიუხევდავად პარლამენტარის შეფასებისა, რომ მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში გამოცდები კანონის დაცვით ჩატარდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსმა მარიამ ჩიქობავამ გვითხრა, რომ მეორე სკოლაში მე-6 და მე-9 კლასელთათვის ჩატარებული გამოცდები კანონის დარღვევით ჩატარდა. კონკრეტულად კი არ შეიძლება წელიწადში 2-ზე მეტ საგანში გამოცდის ჩაბარება, როდესაც მეორე სკოლაში მე-9 კლასს გამოცდები 9 საგანში ჩაუტარდა. ხოლო მეექვსე კლასის შემთხვევაში გამოცდების ჩატარება სრულიად კანონსაწინააღმდეგოა.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
2018 წელს მარნეულელი
ახალგაზრდების ინიციატივით შეიქმნა ჯგუფი, რომლებმაც თანხა შეაგროვეს
(900 ლარი) იმ სტუდენტებისთვის, ვინც დაწყებითებზე სწავლობდა. ჯგუფი
მარნეულელი ადილ ალიევის ინიციატივით შეიქმნა.

2018 წელს მარნეულელი ახალგაზრდების ინიციატივით შეიქმნა ჯგუფი, რომლებმაც თანხა შეაგროვეს (900 ლარი) იმ სტუდენტებისთვის, ვინც დაწყებითებზე სწავლობდა. ჯგუფი მარნეულელი ადილ ალიევის ინიციატივით შეიქმნა.

მარნეულის მუნიციპალიტეტი რაიონში მომუშავე
ორგანიზაციებისათვის მინი ფეხბურთის შეჯიბრს გამართავს.
მარნეულის მუნიციპალიტეტი რაიონში მომუშავე ორგანიზაციებისათვის მინი ფეხბურთის შეჯიბრს გამართავს.
გენერალური პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“
ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას აფრთხილებს, რომ სასამართლოს
გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობის განმეორების
შემთხვევაში,
გენერალური პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას აფრთხილებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობის განმეორების შემთხვევაში,
დღეს, 13 სექტემბერს, მერიაში, მარნეულელ საჯარო
სკოლის მასწავლებლებთან შეხვედრა გაიმართა.
დღეს, 13 სექტემბერს, მერიაში, მარნეულელ საჯარო სკოლის მასწავლებლებთან შეხვედრა გაიმართა.
იმ
შემთხვევაში, თუკი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო
შედეგის მქონე პარტია მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებს და ვერც
ოპოზიციური ძალები მოახერხებენ კოალიციის ფორმირებას, პარლამენტის
რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.
იმ შემთხვევაში, თუკი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტია მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებს და ვერც ოპოზიციური ძალები მოახერხებენ კოალიციის ფორმირებას, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.
შს
მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოს მთავრობას წარუდგინა
კანონპროექტი “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის
აღკვეთის,
შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოს მთავრობას წარუდგინა კანონპროექტი “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის,
ადამიანის სწავლების და
მონიტორინგის ცენტრის მიერ მომზადებული ვიდეო პროფაილი მარნეულის
მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების დამოკიდებულება ადრეულ ასაკში
გათხოვების შესახებ
ადამიანის სწავლების და მონიტორინგის ცენტრის მიერ მომზადებული ვიდეო პროფაილი მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების დამოკიდებულება ადრეულ ასაკში გათხოვების შესახებ
გამოქვეყნდა იმ დამატებითი საგნების პირველადი
ჩამონათვალი, რომლებიც აბიტურიენტებმა კონკრეტულ პროგრამაზე ჩარიცხვის
სურვილის შემთხვევაში უნდა ჩააბარონ.
გამოქვეყნდა იმ დამატებითი საგნების პირველადი ჩამონათვალი, რომლებიც აბიტურიენტებმა კონკრეტულ პროგრამაზე ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში უნდა ჩააბარონ.