მარნეულში 31 სპეციალური მასწავლებელი უკვე მასწავლებლის სტატუსით სარგებლობს

მარნეულში 31 სპეციალური მასწავლებელი უკვე მასწავლებლის სტატუსით სარგებლობს. 

საქართველოს პარლამენტმა ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ინკლუზიური განათლების მიმართულებით ცვლილება შეიტანა და სპეციალური მასწავლებელი გახდა მასწავლებელი.

როგორც დღეს ჩვენთან საუბარში მარნეულის რესურს-ცენტრის უფროსმა ქენან ომაროვმა თქვა, მარნეულის მასშტაბით 29 სკოლაში 31 სპეციალური მასწავლებელია, ზოგ სკოლას კი ბავშვების სიმრავლის გამო 2 სპეც მასწავლებელი ჰყავთ, რომლებიც ამიერიდან მასწავლებლის სტატუსით ისარგებლებენ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კანონში შეტანილი ცვლილების საფუძველზე სპეციალური მასწავლებლის სამუშაო დატვირთვა და სახელფასო განაკვეთი გაუთანაბრდება მასწავლებელს.

რადიო "მარნეული"
Print