ზოგადი უნარების გამოცდაში აბიტურიენტების 13%-ზე მეტი ჩაიჭრა – სტატისტიკური ანალიზი 2018
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2018 წლის ზოგადი უნარების გამოცდის სტატისტიკურ ანალიზს აქვეყნებს . სტატისტიკური ანალიზი ემყარება პირველად შედეგებს. შედეგების თანახმად, ზოგადი უნარების გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა 86,75%–მა. აბიტურიენტების 13%–ზე მეტი კი ჩაიჭრა.

სტატისტიკური ანალიზით ირკვევა, რომ გამოცდაზე მხოლოდ მეოთხე ვარიანტში დაფიქსირდა უმაღლესი შეფასება – 80 ქულა.
ამასთან, პირველ ვარიანტში ხუთმა აბიტურიენტმა მოიპოვა 77 ქულა, მეორე ვარიანტში ორმა აბიტურიენტმა მოიპოვა 77 ქულა და მესამე ვარიანტში დაიწერა ერთი 78 ქულა. 





წყარო: edu.aris.ge
Print