ბაღის აღმზრდელების არასათანადო ქცევა თუ მათ მიერ მედიით გასაჯაროვებული ბაღის პრობლემები
მარნეულის მუნიციპალიტეტის N4 საბავშვო ბაღში აღმზრდელებსა და მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორს შორის კომფლიქტური სიტუაცია შეიქმნა.

შეიძლება ითქვას, რომ ორივე მხარე საკუთარ თავს ამართლებს. მასწავლებლები ამბობენ, რომ დაძაბული სიტუაცია საბავშვო ბაღში მაშინ შეიქმნა, როდესაც მარნეულის ბაგა-ბაღბის გაერთიანების უფროსი ზაურ ქარამოვი სააღმზრდელო დაწესებულებაში მივიდა.

აღმზრდელები კომენტარისგან თავს იკავებენ და გვეუბნებიან, რომ დამატებითი პრობლმის შეექმნა არ უნდათ. ჩვენ ერთი მასწავლებლის ჩაწერა მოვახერხეთ, რომელმაც სიტუაცია აგვიხსნა.

ის ამბობს, რომ ზაურ ქარამოვი საბავშვო ბაღში სწორედ მაშინ მივიდა, როდესაც ისინი სადილობდნენ და თითო ჭიქა, შავ ღვინოს სვავდნენ, თუმცა აღმზრდელის თქმით, ქარამოვისთვის პრობლემას არა ალკოჰოლი, არამედ მათი საუბარი წარმოადგენს, როდესაც მასწავლებლებმა მარნეულის ტელევიზიასთან ღიად ისაუბრეს საბავშვო ბაღში არსებულ სასმელი წყლის პრობლემაზე.



მასწავლებელი, რომლის სახელ და გვარს მისივე თხოვნით არ ვასახელებთ, გვიყვება, რომ ქარამოვმა მათ შენიშვნა მისცა თუ რატომ ისაუბრეს მედიასაშვალებასთან ღიად სასმელი წყლის პრობლემაზე.

საკუთარ თავს ამართლებს ზაურ ქარამოვი და ჩვენთან საუბარში უარყოფს მასწავლებლების ნათქვამს. ამბობს, რომ საბავშო ბაღში ის შემთხვევით არ მისულა და  მონიტორინგს ყოველდღიურად აწარმოებს.

“არა, მე მაგ საქმეზე არ მივსულვარ, საერთოდ მასეთი ლაპარაკი არც იყო. რომ შევედი, მივაკაკუნე კარზე და არ მიღებდნენ, მაგრამ ცოტახანში გამიღეს და მივუსწარი, რომ ნასვამები იყვნენ სამსახურში. გამოვიძახე პატრული და სიმთვრალე დააფიქსირეს. მათ საქმეს მერიის აუიდიტის სამსახური გადაწყვეტს.“ -ამბობს ზაურ ქარამოვი

იყო თუ არა რეალურად პრობლემა ზაურ ქარამოვისთვის ალკოჰოლის ერთი ბოთლის დანახვა თუ მასწავლებლების ღიად საუბარი სასმელი წყლის პრობლემაზე ქარამოვის თქმით, მერიის აუდიტის სამსახური მათი ოფიციალური წერილის საფუძველზე გადაწყვეტს. 

(მასწავლებლების თქმით, ზაურ ქარამოვი მაათთან სწორედ მაშინ მივიდა, როდესაც სიუჟეტი ნახა, სადაც სასმელი წყლის პრობლემაზე ისაუბრეს)

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები