ბატიაშვილი: პედაგოგების საშუალო ხელფასი 1500 ლარს 2022 წელს მიაღწევს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, სკოლის მასწავლებლების საშუალო ხელფასი 2022 წლისთვის 1500 ლარი იქნება, უმაღლესი საფეხურის პედაგოგების ანაზღაურება კი 2000 ლარს მიაღწევს.
მისივე თქმით, 2019-21 წლებში ხელფასები ასევე გაეზრდებათ დირექტორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს.

მანამდე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებდა, რომ სკოლის 10 000-მდე პედაგოგი გაზრდილ ხელფასს 2018-19 წლებში მიიღებს, 2022 წლისთვის კი ანაზღაურება გასამმაგდება.

ეს განცხადებები იყალთოს სამონასტრო კომპლექსთან, განათლების რეფორმის ხედვის პრეზენტაციისას გაკეთდა.

წყარო: ნეთგაზეთი
Print