ალგეთის საბავშვო ბაღი გაიხსნა
დღეს, 8 ოქტომბერს, სოფელ ალგეთში საბავშვო ბაღი გაიხსნა. სააღმზრდელო დაწესებულებაში 5 ჯგუფში 40-40 ბავშვი გადანაწილდა. ბაღის გამგედ, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი, თურაჯ იბრაგიმოვა დაინიშნა, რომელთან დაკავშირება ჩვენ ვერ მოვახერხეთ. 

როგორც მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა ზაურ ქარამოვმა გვითხრა,  ალგეთის საბავშვო ბაღმა 200 აღსაზრდელი მიიღო. მსურველთა რაოდენობა განსაზღვრულზე მეტია და  240 აღსაზრდელს შეადგენს. დაწესებულება კი 200 მეტზე ბავშვს ვერ დაიტევს, ამიტომ 40 ბავშვი რეზერვში დარჩა.

სოფელ ალგეთის საბავშო ბაღი დაახლოებით ორი  წელია აშენდა, თუმცა შიდა დიზაინის მოუწესრიგებლობის გამო არ ფუნქციონირებდა.
საბავშვო ბაღის გახსნას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და პარლამენტის მაჟორიტარ - დეპუტატები რუსლან გაჯიევი და თამაზ ნავერიანი. 

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები