კიროვკის ავარიული სკოლისკენ მიმავალი ატალახებული გზა +ფოტო
სოფელ კიროვკის საჯარო სკოლა ავარიულ მდგომარეობაშია . სოფლის მოსახლეობა თავიანთი შვილების გამო ღელავს, არ უნდათ, რომ მათ ცუდ პირობებში ისწავლონ.

სკოლას თითქმის არ აქვს ეზო. ქუჩები კი, რომლებიც შენობასთან მიდის, მოუასფალტებელია და წვიმის დროს ბავშვებს ტალახის გუბეების გადაცურვა უწევთ.
მოსწავლეების მშობლები გვეუბნებიან, რომ მათ სკოლის გარემონტების პირობა რამდენჯერმე მიიღეს, მაგრამ ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.

„ჩვენ არ გვინახავს აქამდე საიდან მოდის დახმარება. მიდით, სკოლები ნახეთ რა დღეშია.” - ამბობს კიროვკელი ქალი

„სკოლა ცუდ დღეშია. სულ გვეუბნებიან გავაკეთებთო, მაგრამ არაფერიც არ კეთდება. ისეა დარჩენილი, როგორც ადრე იყო.“ - გვეუბენბა კიროვკის მკვიდრი


სოფელ კიროვკის საჯარო სკოლა

„აქ მოვიყვანეთ გამგებელიც და საკრებულოს თავმჯდომარეც. მე მათ ვუთხარი, ახლა წავიდეთ კოდაში და ქათმების ინკუბატორი ვნახოთ მეთქი, თუ აქაურობაზე სუფთა არ იყოს მეთქი. იმათმა ნახეს სკოლა, მაგრამ არაფერსაც არ დაგპირდნენ.“ -ამბობს მოსწავლის მამა

„სკოლაში ერთი კლასიდან მეორე ჩანს, ეს როგორ შეიძლება. ძალიან ცუდ დღეშია.“ – გვითხრა კიროვკელმა კაცმა

როგორც ჩვენთან საუბრისას მარნეულის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა ქენან ომაროვმა თქვა, ისინი იცნობენ კიროვკის საჯარო სკოლის პრობლემას და მის მოგვარებას 2019-2020 წლებისათვის გეგმავენ.

„2019-20 წლის სარეაბილიტაციო გეგმაში არის გათვალისწინებული აღნიშნული სკოლის სრული რეაბილიტაცია.“ - ქენან ომაროვი ასევე განმარტავს, რომ სკოლის სრულ რეაბილიტაციაში ახალი სკოლის მშენებლობა იგულისხმება.


სოფელ კიროვკის საჯარო სკოლა

სკოლის ეზო, ისევე როგორც მასთან მიმავალი გზა ატალახებულია

დირექტორმა ჟურნალისტებს სკოლაში შესვლის საშუალება არ მისცა
რადიო „მარნეული“

Print