მარნეულის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებს გარემოსდაცით საკითხებს შეასწავლიან
მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების სახელმძღვანელოს შესწავლა იწყება. უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი ტრენინგი მარნეულის საბავშვო ბაღების აღმზრდელ-მეთოდისტებს. როგორც მარნეულის ბაგა- ბაღების გაერთიანების უფროსი ზაურ ქარამოვი ამბობს, ბავშვებს გარემოსდაცვითი განათლების შესწავლა ბაღის ასაკიდან უნდა შეეძლოთ. ამბობს, რომ მარნეულის საბავშვო ბაღებში საგნის შესწავლა რამდენიმე დღეში დაიწყება.

„დღეს და ხვალ ჩვენი მეთოდისტები ტრენინგზე არიან წასულები. ზეგ სამსახურში იქნებიან. ვფიქრობ, ამის შემდეგ დაიწყება სწავლება“ - ამბობს ზაურ ქარამოვი

როგორვ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მთავარი სპეციალისტი მარიამ არჩვაძე ამბობს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მეთოდისტებს ყველანაირი რესურსი აქვთ, იმისთვის, რომ სახელმძღვანელოზე მუშაობა დაიწყონ, თუმცა განმარტავს,  ვისაც სახელმძღვანელო ჯერ დამუშავებული არ აქვს ინდივიდუალურად გადაწყევეტენ როდის დაიწყონ აღსაზრდელებთან მუშაობა.

„თუ ბაღში არ არის მეთოდისტი, ამ შემთხვევაში აღმზრდელი მოდის ხოლმე ასეთ ტრენინგზე. ჩვენ დამატებით იფორმაციას ვაწვდით გარემოსდაცვით საკითხებზე, რომელიც ამ სახელმძღვანელოშია შესული. შემდგომ სახელმძღვანელოს მეშვეობით ბავშვებს შეასწავლონ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი. ეს არის 5, 6 წლის ბავშვებისთვის, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ 3, 4 წლის ბავშვებშიც შეიძლება დაინერგოს ზოგიერთი ღონისძება. „ - ამბობს მარიამ აჩვაძე


მარნეულის მუნიციპალიტეტში სულ 14 საბავშვო ბაღია. სახელმძღვანელო "სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება" სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

ტრენინგების ჩატარება გარემოსდაცვით საკითხების შესახებ 2016 წელს სხხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან დაიწო, მთელი საქართვლოს მასშტაბით კი აღმზრდელ - მეთოდისტების გადამზადება 2019 წლისთვის დასრულდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები