ჯანდარის სკოლაში ხანძარი გაჩნდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდრის საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა.

შემთხვევა 9 დეკემბერს, 09:00 საათზე მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია სკოლის დირექტორმა, ვუსალ ბაირამოვმა დაგვიდასტურა. მისი თქმით, სკოლის შენობის უკანა მხრიდან, უცხო პირები შევიდნენ და ორ საკლასო ოთახში ხანძარი გაჩნდა.

ხანძარი სკოლაში მომუშავე პერსონალმა თავადვე ჩააქრეს. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მივიდნენ. 

გაურკვეველია დამნაშავეთა ვინაობა. ფაქტს მარნეულის პოლიცია იძებს.

რადიო "მარნეული" 

Print