ღორის გრიპის საფრთხის გამო თსუ-სა და ილიაუნიში ფინალური გამოცდები 10 დღით გადაიდო
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას უნივერსიტეტი აცხადებენ , რომ ღორის გრიპის ვირუსის საფრთხის გამო 11 იანვრიდან დაგეგმილი ფინალური გამოცდები 21 იანვრამდე გადაიდო.

ამის შესახებ ინფორმაცია სტუდენტებს უნივერსიტეტებმა გაუგზავნეს.

გრიპის საფრთხის გამო სწავლის დაწყება 21 იანვრამდე გადაიდო სკოლებშიც. გარდა ამისა, გახანგრძლივდა დასვენების დღეები თბილისის საბავშვო ბაღებშიც.


Print