მერიამ 10 სკოლის 13 ექსკურსიის დაფინანსებაში 3 407 ლარი დახარჯა
მარნეულის მუნიციპალიტეტმა ექსკურსიის მოსაწყობად სკოლები 13-ჯერ დააფინანსა , რაშიც საერთო ჯამში 3 407 ლარი და 69 თეთრი დახარჯა.

მუნიციპალიტეტმა 2018 წელს სოფელ ხოჯორნის სკოლა 3-ჯერ, მარნეულის N7 სკოლა 2-ჯერ, ხოლო ბეგლიარის, ულაშლოს, საიმერლოს, ჯანდარის, ბაითალოს, ქვემო სარალის, მარნეულის N5-ე და წერაქვის სკოლები ერთხელ დააფინანსა.

ყოველ სკოლას გადაყვანის დროს სხვადასხვა მარშრუტები ჰქონდა მითითებული, რის გამოც მათი დაფინანსების ხარჯებიც განსხვავდებოდა.

საერთო ჯამში, მარნეულის მუნიციპალიტეტმა 2018 წელს მგზავრების გადაყვანის მიზნით, სამგზავრო/სატრანსპორტო საშუალებების დაქირავიბის მომსახურებისთვის 30 669 ლარი და 84 თეთრი დაიხარჯა. აღნიშნული თანხა ძირითადად სკოლების ექსურსიებში, მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე დამსწრეების ჩამოყვანაში, სპორტსმენების შეჯიბრებებზე გადაყვანაში, კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეთა და ახალგაზრდების სხვადასხვა ბანაკებში გადაყვანაში და ჯარის წვევამდელთა მომსახურეობაში გაიხარჯა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ახალი ამბები