სიახლე
ბატიაშვილი: სირცხვილია, იყო ქართველი და არ იცოდე საქართველოს ისტორია
ჩვენ გვგონია, რომ უბრალოდ სირცხვილია, რომ სწავლობდე უნივერსიტეტში, იყო ქართველი და არ იცოდე საქართველოს ისტორია, – ეს განცხადება განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მინისტრის თქმით, ეროვნულ გამოცდებზე ჰუმანიტარული მიმართულებით ჩაბარების მსურველ აბიტურიენტებს სამ სავალდებულო საგანს შორის აუცილებლად მოუწევს ისტორიის ჩაბარება ისევე, როგორც ქართულისა და უცხო ენის, ხოლო ტექნიკური მიმართულებით – მათემატიკის, ქართულისა და უცხო ენის.

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ეროვნულ გამოცდებზე ჰუმანიტარული და ტექნიკური მიმართულებით ჩასაბარებელ სამ სავალდებულო საგანს დაემატება კიდევ ერთი საგანი, რომელსაც უნივერსიტეტი მოითხოვს.

ჰუმანიტარულის მიმართულებით, ჩვენ ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ისტორიის ჩაბარება იმიტომ, რომ ჩვენ გვგონია, რომ უბრალოდ სირცხვილია, რომ სწავლობდე უნივერსიტეტში, იყო ქართველი და არ იცოდე საქართველოს ისტორია. რა თქმა უნდა, იქ არის ნებისმიერ იმაზე; სკოლა უნდა უზრუნველყოფდეს სკოლის იმას, მარა ის მინიმალური მოთხოვნა, რომელიც უნდა არსებობდეს და ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, აქ რაც ემატება, ეს არის უნივერსიტეტის არჩევნა დამატებით იმ საგანში, რომელსაც ის მოითხოვს. ანუ, ნებისმიერი ტექნიკური მიმართულება აბარებს 3 საგანს, ეს არის: ქართული, უცხო ენა, მათემატიკა – ეს არის მინიმუმი, ჩვენი ხედვით და ის საგანი, რომელსაც უნივერსიტეტი გადაწყვიტავს, ჩვენ ვუზრუნველყოთ, რომ ჩავატაროთ მაგის გამოცდა. ჰუმანიტარულის მიმართულებით, ეს არის: ქართული, ასევე, უცხო ენა და, ასევე, მინიმუმ ისტორია და ის მიმართულება, რომელსაც უნივერსიტეტი მოითხოვს. რომ გავუძლიეროთ მათ [უნივერსიტეტებს] ავტონომია, ჩვენ უზვრუნველყოფთ, რომ ამის შესაძლებლობა მივცეთ,” – განაცხადა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ბატიაშვილმა.





წყარო: ნეტგაზეთი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
საქართველოს 25 წლამდე მოქალაქეებს შესაძლოა,
აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალოთ.
საქართველოს 25 წლამდე მოქალაქეებს შესაძლოა, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალოთ.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების
ორგანიზაცია (OECD) 2019 წლის მიმოხილვას აქვეყნებს, განათლებაში
შეფასებისა და ატესტაციის სისტემების შესახებ.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) 2019 წლის მიმოხილვას აქვეყნებს, განათლებაში შეფასებისა და ატესტაციის სისტემების შესახებ.

პროკურატურის ინფორმაციით, სექსუალური ხასიათის
იძულებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებულს 4 წლით
თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
პროკურატურის ინფორმაციით, სექსუალური ხასიათის იძულებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
2019
წლის 19 ნოემბერს ევროპლარლამენტში რელიგიათაშორის დიალოგის თემაზე
სემინარი გაიმართა.
2019 წლის 19 ნოემბერს ევროპლარლამენტში რელიგიათაშორის დიალოგის თემაზე სემინარი გაიმართა.
რელიგიური კონფესიების ლიდერები და
წარმომადგენლები ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ვიზიტით
იმყოფებიან.
რელიგიური კონფესიების ლიდერები და წარმომადგენლები ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ვიზიტით იმყოფებიან.
მათივე
ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების
გამო,
მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,
საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“
სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა.
საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა.
საქართველოდან 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში
ყველაზე მეტი ექსპორტი რუსეთში განხორციელდა.
საქართველოდან 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში ყველაზე მეტი ექსპორტი რუსეთში განხორციელდა.