ბაგა-ბაღების პერსონალს წითელას საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად ვადა 18 მარტამდე აქვთ
ბაგა-ბაღების პერსონალმა წითელას საწინააღმდეგო აცრა 18 მარტამდე უნდა გაიკეთოს . შესაბამისი ვადა სწორედ ამ დღეს იწურება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ვადის გასვლის შემდეგ შეგროვდება აცრილი და აუცრელი პერსონალის შესახებ ინფორმაცია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს გადაეცემა.

“მონაცემების გადაცემის შემდეგ, ინდივიდუალური მიდგომა იქნება ყველა თანამშრომლის მიმართ“, - აცხადებენ ბაღების მართვის სააგენტოში.

ბაგა-ბაღების პედაგოგებისა და სხვა პერსონალის აცრის აუცილებლობის შესახებ განკარგულება მთავრობამ გამოსცა.




წყარო: ინტერპრესნიუსი
Print