სტუდენტს ჰუმანიტარული ფაკულტეტიდან - ტექნიკურზე, ტექნიკურიდან კი ჰუმანიტარულ მიმართულებაზე გადასვლა შესაძლოა, აეკრძალოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი , რომელზეც სამინისტრო მუშაობს, მეტწილად, გამორიცხავს იმ ხარვეზს, რასაც ჰქვია, სტუდენტის გადასვლა ჰუმანიტარულიდან ტექნიკურ მიმართულებაზე, მაშინ როცა, მან თავდაპირველად ჰუმანიტარული მიმართულება აირჩია.

ამის შესახებ ბატიაშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ტექნიკურ მიმართულებაზე აუცილებელი უნდა იყოს მათემატიკის ჩაბარება, ისევე როგორც ჰუმანიტარულ მიმართულებაზე საქართველოს ისტორიის.

„თუ ბავშვი აბარებს ტექნიკური მიმართულებით, მისთვის აუცილებელი უნდა იყოს როგორც მათემატიკის ჩაბარება, ასევე უნივერსიტეტი რასაც მოითხოვს ჩვენგან, რომ უზრუნველვყოთ, რომ ჩააბაროს ის ტექნიკური საგანი, რომელიც უნივერსიტეტს მიაჩნია საჭიროდ. ისევე როგორც, ჰუმანიტარული მიმართულებით, მნიშვნელოვანია ისტორიის ჩაბარება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უბრალოდ სირცხვილია სწავლობდე უნივერსიტეტში, იყო ქართველი და არ იცოდე საქართველოს ისტორია. ასევე, ემატება უნივერსიტეტის არჩევანი დამატებით იმ საგანში, რომელსაც მოითხოვს. ნებისმიერი ტექნიკური მიმართულება აბარებს სამ საგანს, ეს არის: ქართული, უცხო ენა და მათემატიკა. ეს არის მინიმუმი ჩვენი ხედვით და ის საგანი, რომელსაც უნივერსიტეტი გადაწყვეტს, ჩვენ უზრუნველვყოთ რომ ჩავატაროთ ამის გამოცდა. ჰუმანიტარული მიმართულებით, როგორც ვახსენეთ, ეს არის ქართული, უცხო ენა და მინიმუმ ისტორია და ის მიმართულება, რომელსაც უნივერსიტეტი მოითხოვს, რომ გავუძლიეროთ მათ ავტონომია,“ - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები