საიმერლოს სკოლის ეზოს კეთილმოწყობისა და სხვა სამუშაოებისათვის მერიამ 80 000 ლარი გამოიყო
სოფლე საიმერლოს საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობისა და გარკვეული სხვა სამუშაოების შესრულებისათვის მარნეულის მერიამ 80 000 ლარი გამოყო.

ამის შესახებ განცხადება მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ 10 თებერვალს სოფელ საიმერლოში გამართულ „სოფლის კრებაზე“ განაცხადა. კრებაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი სწორედ საიმერლოს სკოლის ეზოს კეთილმოწყობას შეეხებოდა. აღნიშნული საკითხი 22 იანვარს სკოლის დირექტორმა პირველ „სოფლის კრებაზე“ დააყენა, რომელიც მოსახლეობის სიმცირის გამო ჩაიშალა.

„წლებია რაც ეზო ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობას. სკოლაში მიგვაჩნია, რომ ეზოს არაკეთილმოწყობილი მდგომარეობა უსაფრთხოების ნორმების დარღვევაა. ჩვენთან საწავლობენ ძალიან პატარა ბავშვები და სირბილის დროს შესაძლოა წაიქცნენ და რამე დაიზიანონ“ - გვითხრა ნინო მთვარელიძემ

10 თებერვალს, კრებაზე სიტყვით გამოსვლისას მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ აღნიშნა, რომ დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე მუნიციპალიტეტმა სკოლისათვის თანხის გამოყოფა გადაწყვიტა, რის გამოც „სოფლის კრებაზე“ ეზოს კეთილმოწყობის საკითხის განხილვა საჭირო აღარ იყო.

როგორც მარნეულის მერიაში გვითხრეს, ამ ეტაპზე სატენდერო წინადადების მომზადება მიმდინარეობს.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები