განათლება
ჩინური ენის სწავლება სკოლებში მე-5 კლასიდან დაიწყება
სკოლებში, ჩინური ენის სწავლება, სავარაუდოდ, 2019-2020 სასწავლო წლებიდან დაინერგება . როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, სკოლების სურვილის შემთხვევაში, ჩინური ენა სასწავლებელში მეორე უცხოურ ენად შევა.

უწყების ინფორმაციით, ჩინური ენის მეორე უცხოურ ენად არჩევის შესაძლებლობა ნებისმიერ საჯარო სკოლას მე-5 კლასიდან ექნება.

„ჩინურ ენასთან დაკავშირებით, შარშან დაიწყო მუშაობა, შემუშავდა სტანდარტი. უკვე შემუშავებულია ასევე პროგრამა. როგორც იცით, პირველი კლასიდან უცხოურ ენად საჯარო სკოლებში დაშვებულია ინგლისური ენის სწავლება, ხოლო მეხუთე კლასიდან, ჩინური ენა, როგორც მეორე უცხოური ენა, სკოლებმა სხვა ევროპულ ენებთან ერთად სურვილის მიხედვით შეუძლიათ აირჩიონ“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში.

რაც შეეხება მასწავლებელთა გადამზადებას, როგორც „ინტერპრესნიუსს“ მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრში განუცხადეს, ჯერჯერობით განათლების სამინისტროდან არ მიუღიათ დავალება, რამდენი პედაგოგის გადამზადებაა საჭირო პირველ ეტაპზე, ან როდის უნდა დაიწყოს მასავლებელთა გადამზადების კურსი.

ცნობისთვის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ძი იანჩიმ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი რამდენიმე დღის წინ მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობა.


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
საჯარო სკოლების ნაწილში სწავლის
დაწყება შესაძლოა, გადაიდოს. მიზეზი სკოლებში მიმდინარე
სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელთა დასრულება სწავლის დაწყებამდე
ვერ ესწრება.
საჯარო სკოლების ნაწილში სწავლის დაწყება შესაძლოა, გადაიდოს. მიზეზი სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელთა დასრულება სწავლის დაწყებამდე ვერ ესწრება.
საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი
და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის პრაქტიკოს
მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 10
სექტემბრის
საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 10 სექტემბრის
100 წლის წინანდელი სასკოლო სახელმძღვანელოს მიმოქცევაში
ხელახლა შეტანით რომ იამაყებ, ეჭვი ჩნდება, რომ ახლის შექმნის უნარი
არ გაქვს.- წერს საკუთარ Fაცებოოკ გვერდზე განათლების საკითხებში
ექსპერტი სიმონ ჯანაშია
100 წლის წინანდელი სასკოლო სახელმძღვანელოს მიმოქცევაში ხელახლა შეტანით რომ იამაყებ, ეჭვი ჩნდება, რომ ახლის შექმნის უნარი არ გაქვს.- წერს საკუთარ Fაცებოოკ გვერდზე განათლების საკითხებში ექსპერტი სიმონ ჯანაშია
"რესპუბლიკური პარტიის" წევრის, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, სკოლაში იაკობ გოგებაშვილის "დედა ენის" დაბრუნება მავნებლობაა.
განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოების
ბეჭდვაზე ტენდერი გამოაცხადა. 7 მილიონ 790 239 ათასი ლარი დაიხარჯება
I-VI კლასის 1 817 800 წიგნსა და რვეულზე,
განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე ტენდერი გამოაცხადა. 7 მილიონ 790 239 ათასი ლარი დაიხარჯება I-VI კლასის 1 817 800 წიგნსა და რვეულზე,
2019
წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე
ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით
გაეზრდება,
2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება,
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ ზოგადი განათლების შესახებ კანონში ინიცირებული
ცვლილების საფუძველზე საჯარო სკოლებში საატესტატო გამოსაშვები
გამოცდები გაუქმდა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ზოგადი განათლების შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილების საფუძველზე საჯარო სკოლებში საატესტატო გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ, რამდენიმე
წუთის წინ, განმეორებით მესამე მოსმენით, 80 ხმით 8-ის წინააღმდეგ
მხარი დაუჭირა და დაამტკიცა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში
შესატანი ცვლილებები, რომელიც სკოლის დამამთავრებელ კლასებში
საატესტატო გამოცდების გაუქმებას გულისხმობს.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ, რამდენიმე წუთის წინ, განმეორებით მესამე მოსმენით, 80 ხმით 8-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა და დაამტკიცა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც სკოლის დამამთავრებელ კლასებში საატესტატო გამოცდების გაუქმებას გულისხმობს.