ალგეთის ბაღისათვის სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობაში 42 937 ლარამდე დაიხარჯება
მარნეულის მუნციპალიტეტის თვითმმართველობამ ალგეთის საბავშვო ბაღისათვის სასმელი წყლის ჭაბურრილის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის განმარტებითი ბარათის მიხედვით, დაწესებულების გახსნის დღიდან, ბაღს სასმელი წყალი არ მიეწოდებოდა.

როგროც ჩვენთან საუბრისას მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა ზაურ ქარიმოვმა თქვა, ალგეთის საბავშვო ბაღს ამ დრომდე წყლით კერძო კომპანია ამარაგებს, რაც ტენდერის გამოცხადებისა და სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის მიზეზი გახდა.

ბაღისათვის სასმელი წყლის მისაწოდებლად მუნიციპალიტეტი 42 937 ლარამდე დახარჯავს.

მერიამ ტენდერი 28 თებერვალს გამოაცხადა, მასში მონაწილეობის მსურველ კომპანებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 8-დან 11 მარტამდე პერიოდში შეეძძლებათ. გამარჯვებულმა კომპანიამ საბავშვო ბაღში სასმელი წყლის ჭააბურღილი ხელშეკრულების გაორმეიდან 60 კალენდარულ დღეში უნდა მოაწყოს.

ალგეთის საბავშვო ბაღი 8 ოქტომბერს გაიხსნა. სააღმზრდელო დაწესებულებაში 5 ჯგუფში 40-40 ბავშვი გადანაწილდა.
გახსნამდე ბაღი დაახლოებით ორი წლის განმავლობაში აშენებლი იყო, თუმცა შიდა დიზაინის მოუწესრიგებლობის გამო არ ფუნქციონირებდა.

რადიო „მარნეული“


Print