თსუ-ში საგნების არჩევა ერთი კვირით გადაიდო, ფინალურები 26 ივლისამდე გაგრძელდება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური რეგისტრაცია ერთი კვირით გადაიდო: საგნების არჩევა, 4 მარტის ნაცვლად, 11 მარტს იწყება ყველა ფაკულტეტზე იურიდიულის გარდა. იურიდიულ ფაკულტეტზე საგნების არჩევა 12 მარტს დაიწყება .

ამასთან, ფინალური გამოცდები 26 ივლისამდე გაგრძელდება, დამატებითი გამოცდები — 7 აგვისტოს. შარშან დამატებითი გამოცდები 27 ივლისს დასრულდა.


გაზაფხულის სემესტრისთვის თსუ-ის ბაკალავრიატის სტუდენტები sms.tsu.ge-ს ბაზიდან გადაიყვანეს lms.tsu.ge-ს ბაზაზე, თუმცა სატესტო პერიოდში lms-ი ხარვეზებით მუშაობდა.
სემესტრის ვადები (იურიდიული ფაკულტეტის გარდა):

  • ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 4 თებერვალი – 17 მარტი;
აკადემიური რეგისტრაცია – 11-17 მარტი;
სააუდიტორიო მეცადინეობები – 18 მარტი – 29 ივნისი;
საგამოცდო პერიოდი – 1- 26 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 1 – 7 აგვისტო (დამატებითი გამოცდები);
არდადეგები – 8 აგვისტო – 15 სექტემბერი.

  • სემესტრის ვადები იურიდიული იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის:
ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 4 თებერვალი – 17 მარტი;
აკადემიური რეგისტრაცია – 13–17 მარტი;
სააუდიტორიო მეცადინეობები – 18 მარტი – 29 ივნისი;

  • საგამოცდო პერიოდი – 1-26 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 1-7 აგვისტო (დამატებითი გამოცდები);
არდადეგები – 8 აგვისტო – 15 სექტემბერი.

  • მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა:
ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 4 თებერვალი – 17 მარტი;
აკადემიური რეგისტრაცია – 12–17 მარტი;
სააუდიტორიო მეცადინეობები – 18 მარტი – 29 ივნისი;
საგამოცდო პერიოდი – 1- 26 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 1-7 აგვისტო (დამატებითი გამოცდები);

არდადეგები – 8 აგვისტო – 15 სექტემბერი.

წყრო: ნეტგაზეთი

Print
თეგები: თსუ