2018 წელს საატესტატო გამოცდაზე ჩაჭრილი აბიტურიენტები ატესტატს აიღებენ
28 იანვარს საქართველოს პრემიერ მინისტრიმა მამუკა ბახთაძემ ბრიფინგზე განათლების სისტემის ახალი მოდელი წარადგინა. განათლების სისტემის ახალი მოდელის მიხედვით, საატესტატო გამოცდები გაუქმდა. პირველი გადაწყვეტილების მიხედვით, 2019 წელს გამოსაშვები გამოცდები მხოლოდ მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდა, მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის კი გამოცდები კვლავ გაიმართებოდა. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებში პროტესტი გამოიწვია. ისინი მიიჩნევდნენ, რომ გამოცდები მე-12 კალსის მოსწავლეებისთვისაც უნდა გაუქმებულიყო.

დამამთავრებელი კალასის მოსწავლეების პროტესტმა შედეგი გამოიღო და საატესტატო გამოცდები მათთვისაც გაუქმდა.
საატესტატო გამოცდების სრულად გაუქმებამ კითხვები გამოიწვია წინა წელს ჩაჭრილ აბიტურიეტებში, თუ როგორ შეძლებდნენ ისინი ატესტატის აღებას.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმა ქენან ომაროვმა თქვა, რომ ის აბიტურიენტები, ვინც შარშან საატესტატო გამოცდებზე ჩაიჭრნენ, ატესტატს საგნების გადაბარების გარეშე, იუსტიციის სახლებში, მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ წელს აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად ეროვნული გამოცდების ჩაბარება კვლავ მოუწევთ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები