სიახლე
ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში ქართულის პედაგოგების ნაწილი ენას საკომუნიკაციო დონეზეც კი ვერ ფლობს - სახალხო დამცველი
საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ეროვნული უმცირესობების სასკოლო განათლების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, გასულ წლებში არსებული გამოწვევები კვლავ აქტუალურია.

საქართველოში ეროვნული უმცირესობების ენებზე (აზერბაიჯანული, სომხური, რუსული) სწავლა მიმდინარეობს 290-მდე საჯარო სკოლასა და სექტორზე. სააქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საგნის აზერბაიჯანულენოვან მასწავლებელთა რაოდენობა 3 411 ადამიანია. აზერბაიჯანულენოვან სკოლასა თუ სექტორში მოსწავლეების რაოდენობა კი 25 018.

ანგარიშის მიხედვით, იმ სკოლებში, როლებშიც მულტილინგვური, ორენოვანი სწავლების, მეთოდია დანერგილი, კვლავ პრობლემად რჩება მულტილინგვური მასწავლებლებისა და სახელმძღვანელოების საკითხი.

„კვლავ პრობლემად რჩება სკოლებში მშობლიური ენისა და ლიტერატურის (სომხურ/აზერბაიჯანულ/რუსულენოვანი) არაგრიფირებული სახელმძღვანელოებით სწავლების საკითხი. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად გამოცხადებულ კონკურსში არცერთი განაცხადი არ შესულა.“ - წერია სახალხო დამცველის ანგარიშში

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანულენოვან სკოლებში 539 ქართული ენის პედაგოგია. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში ქართული ენის პედაგოგების ნაწილი კვლავ ვერ ფლობს ქართულს საკომუნიკაციო დონეზეც კი, ხოლო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ რეგიონებში მივლენილი ქართული ენის პედაგოგების რაოდენობა საკმარისი არ არის სასკოლო განათლების ფარგლებში სახელმწიფო ენის სწავლების საკითხის სრულად გადასაჭრელად.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
თამარისის მოსახლეობამ სოფლის ცენტრალური გზა
სატვირთოებისათვის გადაკეტა.
თამარისის მოსახლეობამ სოფლის ცენტრალური გზა სატვირთოებისათვის გადაკეტა.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შვილი ედუარდ
სააკაშვილი დეზინფორმაციას უწოდებს ფეისბუკზე გავრცელებულ ინფორმაციას
იმის შესახებ, რომ ის პოლიტიკაში მიდის.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შვილი ედუარდ სააკაშვილი დეზინფორმაციას უწოდებს ფეისბუკზე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის პოლიტიკაში მიდის.
ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასთან დაკავშირებით
დღეს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, შეხვედრა
გაიმართა.
ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასთან დაკავშირებით დღეს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, შეხვედრა გაიმართა.
შაუმიანის N1 საჯარო სკოლა ორ
შენობაშია განთავსებული.
შაუმიანის N1 საჯარო სკოლა ორ შენობაშია განთავსებული.
“გადაჭრილი გორა “ - ასე ჰქვვია ადგილს მარნეულში,
რომელიც მსოფლიოს არაერთი ქვეყნის არქეოლოგების საკვლევი საგანი
გახდა.
“გადაჭრილი გორა “ - ასე ჰქვვია ადგილს მარნეულში, რომელიც მსოფლიოს არაერთი ქვეყნის არქეოლოგების საკვლევი საგანი გახდა.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფელ
თამარისის და წერეთელის საბავშვო ბაღში სველი წერტილები
მოწესიგდება.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფელ თამარისის და წერეთელის საბავშვო ბაღში სველი წერტილები მოწესიგდება.

მარნეულში, მალე ერთადერთი შადრევანი
ამუშავდება. 26 მაისის ქუჩაზე, თვეებია შადრევნიდან წყალი არ წამოსულა
და საათს ზუსტი დრო არ უჩვენებია. მერიაში განმარტავენ, რომ შადრევანს
დაზიანებული აქვს წყლის სატუმბი და დეკორატიული საათის ძრავი.

მარნეულში, მალე ერთადერთი შადრევანი ამუშავდება. 26 მაისის ქუჩაზე, თვეებია შადრევნიდან წყალი არ წამოსულა და საათს ზუსტი დრო არ უჩვენებია. მერიაში განმარტავენ, რომ შადრევანს დაზიანებული აქვს წყლის სატუმბი და დეკორატიული საათის ძრავი.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო
გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ
ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი
უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული
გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.