პარლამენტმა გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტს მხარი არ დაუჭირა
დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით კენჭი უყარა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის პროექტს. აღნიშნული პროექტი სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას გულისხმობს.

კანონის მიღებას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. 54 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი. კვორუმი იყო 63. კანონპროექტი პარლამენტმა ვერ მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატებს ღილაკები აერიათ.
კანონის პროექტი ითვალისწინებს, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას, შესაბამისად, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი გაცემა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შემდგომ.

წყარო: ლიბერალი
Print
თეგები: პარლამენტი