სიახლე
მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრება გაუქმდა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ზოგადი განათლების შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილების საფუძველზე საჯარო სკოლებში საატესტატო გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა.

აქედან გამომდინარე, 2018-2019 სასწავლო წელს მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრების რეჟიმი აღარ იმოქმედებს და მათთვის სასწავლო წელი 20 მაისს დასრულდება.

“წელს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 30% და მეტის გაცდენის გამო ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციის პერიოდად 21-22 მაისი, ხოლო საგამოცდო პერიოდად 23 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით განისაზღვრება.

ექსტერნატის გამოცდებისთვის მოსწავლეთა რეგისტრაცია საჯარო სკოლის მიერ ელექტრონულად განხორციელდება. რაც შეეხება ექსტერნის გამოცდებს, როგორც ცნობილია, ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი გააცდინა, ის მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე ფასდება.

შეგახსენებთ, რომ თავისუფალი დასწრების პრაქტიკა 2012-2013 სასწავლო წლიდან მოქმედებდა. გამომდინარე იქიდან, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი გრაფიკით, სკოლის გამოსაშვები გამოცდები სასწავლო წლის დასრულებისთანავე იწყებოდა, აუცილებელი ხდებოდა, გაცდენების ზღვრულ ოდენობაზე მეტის მქონე მოსწავლეების ექსტერნატის წესით შეფასების პროცესი ამ დროისთვის დასრულებული ყოფილიყო. სწორედ ამიტომ, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მე-12 კლასელებისთვის, ყოველწლიურად, თავისუფალი დასწრების რეჟიმი სასწავლო წლის დასრულებამდე ერთი თვით ადრე დაიშვებოდა და ამ პერიოდში მათ მიერ გაცდენილი საგაკვეთილო საათები უკვე დაგროვილი გაცდენების რაოდენობას არ ემატებოდა”, – ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.


თეგები: განათლება
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში ცოლის
მკვლელობისთვის ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა. როგორც
ადგილობრივი წყარო რადიო თავისუფლებას უყვება,
ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა. როგორც ადგილობრივი წყარო რადიო თავისუფლებას უყვება,
სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი
მარ­გვე­ლაშ­ვილს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვა მო­ეხ­სნე­ბა.
სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვა მო­ეხ­სნე­ბა.
ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური
ასამბლეის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი
ლავროვთან შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი მოტივი და ფაქტორი იყო უკანონო
ბორდერზიაციის მძიმე ტალღა, რომელიც განხორციელდა ბოლო სამი თვის
განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრმა,
ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი მოტივი და ფაქტორი იყო უკანონო ბორდერზიაციის მძიმე ტალღა, რომელიც განხორციელდა ბოლო სამი თვის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა,
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ხელმძღვანელი დაამტკიცა.
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი დაამტკიცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის - მამუკა ჭელიძის
ბრიფინგი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის - მამუკა ჭელიძის ბრიფინგი
ბოლნისის სოფელ ტალავერში მამაკაცმა მეუღლე
მოკლა.
ბოლნისის სოფელ ტალავერში მამაკაცმა მეუღლე მოკლა.
საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი
მამუკა ხაზარაძე ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ხაზარაძე ფეისბუკზე
წერს.
საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ხაზარაძე ფეისბუკზე წერს.
BBC
წერს , რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა “ნაგავში
მოისროლა“ დონალდ ტრამპის წერილი, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი თურქ
კოლეგას მოუწოდებდა, არ ყოფილიყო მაგარი ბიჭი და არ ყოფილიყო
სულელი.
BBC წერს , რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა “ნაგავში მოისროლა“ დონალდ ტრამპის წერილი, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი თურქ კოლეგას მოუწოდებდა, არ ყოფილიყო მაგარი ბიჭი და არ ყოფილიყო სულელი.