პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპი დაიწყო

პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპი დაიწყო.
როგორც ჩვენთან საუბარში მრნეულის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის დირექტორმა ქენან ომაროვმა თქვა, ამჯერად საჯარო სკოლებში ის მოსწავლეები დარეგისტრირდებიან რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია, რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

„რეგისტრაციის მეორე ეტაპი 2 მაისს დაიწყო და 17 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო სკოლა“ - თქვა ქენან ომაროვმა.

2019-2020 სასწავლო წლისათვის საჯარო სკოლაში პირველკლასელთა რეგისტრაცია განხორციელდება 4 ეტაპად.

I ეტაპი 2019 წლის 25 მარტს დაიწყო და 5 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს შეეძლოთ.

III ეტაპი - საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია განხორციელდება - 2019 წლის 21 მაისიდან - 12 ივნისის ჩათვლით.
რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ელექტრონულად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე.

რაც შეეხება IV ეტაპს, მოსწავლის რეგისტრაცია და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება - 2019 წლის 25 ივნისიდან - 5 ივლისის ჩათვლით

რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, წინა ეტაპებზე დარჩენილ თავისუფალ ან გამოთავისუფლებულ ადგილებზე, იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე.

განათლების მართვის საინფორმაციო ვებგვერდის განცხადებით მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტებია:


მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).



Print