კომპანია „სოკარი“ სტუდეტების სწავლის დაფინანსებას გააგრძელებს
„კომპანია „სოკარი“ სწავლის საფასურებს გადაიხდის, მაგრამ დაგვიანებების გამო სტუდენტებს ლოდინი მოუწევთ“ - ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობიდან მოგვაწოდეს.

სწავლის საფასურის გადაუხდელობა უამღლესი სასწავლებლების სტუდენტებს აწუხებს.

იმის გასარკვევად, გააგრძელებდა თუ არა სტუდენტების დაფინანსებას კომპანია „სოკარი“ ჩვენ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოგვმართეს.

კომპანიის წარმომადგენელმა, რომელმაც სახელის ხსენება არ ისურვა, განაცხადა რომ ჯერ-ჯერობით ისინი კომპანიის ცენტრალურ ოფისს ელოდებიან.

„ჩვენ ბრძანებას ველოდებით, ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ. როცა ინფორმაცია იქნება თვითონ გამოაცხადებენ. აზერბაიჯანის ხელმძღვენლობიდან პასუხს ველოდებით, როცა ინფორმაცია იქნება დავიწყებთ საბუთების შეგროვებას. დაგვიანებები ხდება, პირველ სემესტრშიც ასე მოხდა. არ არის იმის ვარაუდი, რომ არ გადავიხდით.“ - გითხრა სოკარის წარმომადგენელმა

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის ნავთობ კომპანია სოკარი, 2007-2008 სასწავლო წლიდან, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების აზერბაიჯანელი სტუდენდების (საქართველოს აზერბაიჯალებს) სწავლის საფასურს უხდის.

რადიო „მანრეული“


Print