23 გადრაბნელ მოსწავლეს მედლები გადაეცა
17 მაისს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 2017-2018 სასწავლო წლების კურსდამთავრებულებს განათლების სამინისტრომ ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები გადასცა. მედლებით გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან სულ 25 მოსწავლე დაჯილდოვდა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა რამაზ ბუდაღაშვილმა მოსწავლეების მშობლებს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

ნიჯათ ისმაილოვმა სკოლა 2017-2018 სასწავლო წელს დაასრულა. მან ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამჟამად საქართველოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. მან საკუთარი ემოციები გაგვიზიარა.

„ჯილდოს დიდი და პატარა არ არსებობს. არც ჯილდოსთვის ვსწავლობდი. მე, ჩემთვის ვიღებდი ცოდნას. ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო ჩემი ოჯახის იმედები, მათი გამართლება და ჩემი ხალხის ღირსეულად წარდგენაა. ვთვლი რომ ადამიანის შრომა ერთი კანფეტით რომ დააჯილდოვონ ესეც პატივისცემაა და ის უფრო ხალისინადა მიუდგება საქეს“- თქვა ვერცხლისმედალოსანმა ნიჰათმა.

აღსანიშნავია რომ ოქროსა და ვერცხლის მედლების გაცემა ხდება მესამე საფეხურის ( მე-10, მე-11, მე-12 კლასი) თითოეული საგნის წლიური ნიშნის გათვალისწინებით;

ოქროს მედალს მიიღებს ის მოსწავლე, რომლის ყველა საგნის თითოეული წლის ნიშანი მესამე საფეხურზე არის დამრგვალებული 10.
ვერცხლის მედალს მიიღებს ის მოსწავლე, რომლის ყველა საგნის თითოეული წლის დამრგვალებული ნიშნების საშუალო არითმეტიკული მესამე საფეხურზე არის 9.8 დან - 10 მდე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები