შარშანდელთან შედარებით მარნეულში სკოლა 200-ით ნაკლებმა მოსწავლემ დაამთავრა
2018-2019 სასწავლო წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის
მასშტაბით
სკოლა 875-მა მოსწავლემ დაამთავრა.
მე-12 კლასელებს წელს გამოსაშვები გამოცდები არ ჩატარებიათ, რადგან
საქართველოს პარლამენტმა, 2019 წლის 8 აპრილს, მესამე მოსმენით, მხარი
დაუჭირა და დაამტკიცა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი
ცვლილებები, რომელიც სკოლის დამამთავრებელ კლასებში საატესტატო
გამოცდების გაუქმებას გულისხმობს.
2017-2018 სასწავლო წელს კი კურსდამთავრებულებმა საატესტატო გამოცდები
ზუსტად ერთი წლის წინ, 2018 წლის 24 მაისს დაამთავრეს. წინა წელს
სკოლა 1 075-მა მოსწავლემ დაამთავრა, რაც წლევანდელ კურსდამთავრებულთა
რაოდენობას 200-ით აღემატება.
რადიო „მარნეული“