როდის შეძლებენ მე-12 კლასელები ატესტატის მიღებას
განათლების
სამინისტროს ინიციატივით, 2019 სასწალო წელს საატესტატო გამოცდები
აღარ ტარდება.
მე-12 კლასის
მოსწავლეებმა რადიო მარნეულს მომართეს კითხვით, თუ როდის
შეძლებენ ზოგადი განათლების ატესტატის მიღებას. ჩვენ მარნეულის
საგანმანათლებლო რესურ-ცენტრის დირექტორს ქენან ომაროვს
დავუკავშირდით. ამბობს, რომ 15 ივნის საჯარო სკოლებში სასწავლო წელი
სრულდება, რის შემდეგაც მე-12 კლასელები, ასევე ის მოსწავლეები,
რომლებმაც ექსტერნატის გამოცდები ჩააბარეს, იუსტიციის სახლს უნდა
მიმართონ.
ქარამოვის თქმით, აბიტურიენტები იუსტიციის სახლში მხოლოდ პირადობის
მოწმობას წარადგენენ და განცხადების ფორმას შეავსებენ. რის შემდეგაც
ატესტატის მიღებას შეძლებენ.