მარნეულელი აბიტურიენტებისათვის ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელი ტესტირება ჩატარდა
მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირებულ აბიტურენტებს ტესტირება ჩაუტარდათ. ტესტირება, 9 ივნისს, მარნეულში ატა ჰლდინგის სპორტულ კომპლექსში გაიმართა.

ტესტირება მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ერთიანობის და ინტეგრაციის მხარდამჭერი პროგრამის“ (პიტა) და სოკარის მხარდაჭერით გაიმართა. ტესტირების ჩატარებაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი და მარნეულის რესურს ცენტრიც იღებდა მონაწილობას. ტეტსირება საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიაჯენლი აბიტურიენტებისთვის ჩატარდა.

მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორის რენა ნურმამედოვას თქმით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისთვის ცენტრში 850 აბიტურენტი დარეგისტრირდა და მათგან 650 ტესტირებაზე იღებს მონაწილეობას. რენა ნურმამედოვას თქმით, წინა წელთან შედარებით, წელს ტესტირებაზე მონაწილეობის მისაღებად უფრო მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირიდა, ხოლო იმ აბიტურიენტებამა, რომლებმაც ტესტირების გავლა ჯერ ვერ შეძლეს გამოცდას ამ კვირის განმავლობაში „ჩაის სახლში“ ჩააბარებენ.

საქართველოს აზერბაიჯანელი აბიტურიენტებისათვის ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელი ტესტირება უკვე 7 წლის განმავლობაში ტარდება.

რადიო "მარნეული"


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები