სკოლაში გოგებაშვილის „დედა ენის“ დაბრუნება მავნებლობა და უვიცობაა – ბერძენიშვილი
"რესპუბლიკური პარტიის" წევრის, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, სკოლაში იაკობ გოგებაშვილის "დედა ენის" დაბრუნება მავნებლობაა.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი და განათლებისა და კიდევ ბევრი რამის მინისტრი მავნებლობას ჩადიან, როდესაც სკოლაში გოგებაშვილის სახელმძღვანელოს აბრუნებენ. ენა ყოველღიურად იცვლება და ბავშვმა თანამედროვე ენა უნდა ისწავლოს. დაბრმავება არ იკმარეს და ახლა ჩვენს შვილებს დამუნჯებას უპირებენ. ბატონო ლინგვისტებო, მეცნიერებო, ამოიღეთ ხმა ამ უვიცობის წინააღმდეგ", – წერს ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

გუშინ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სექტემბრიდან საქართველოს საჯარო სკოლებში იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა" დაბრუნდება. სახელმძღვანელოს ადაპტირებული ვერსია ყველა პირველკლასელს გადაეცემა.

წყარო: reginfo.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები