საბირკენდის საჯარო სკოლის მშენებლობა ახლო მომავალში დაიწყება - ზაურ დარგალი
„მარნეულში შვიდი სკოლის მშენებლობაა გათვალისწინებული და ერთ-ერთი მათგანი საბირკენდის სკოლაა“ - ამის შესახებ განცხადება მარნეულის მერმა ზაურ დარგალიმ გააკეთა. მისი თქმით, ახლო მომავალში საბირკენდის საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყება.

„საბირკენდის მაცხოვრებლებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება სკოლა. ასევე, ჩვენ მანდ ახალგაზრდებისთვის სტადიონს ავაშენებთ და ეს საკითხი მოგვარდება“.

აღსანიშნავია, რომ საბირკენდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ორი წელია სწავლას ალგეთის სკოლაში აგრძელებენ. სკოლის შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც სწავლის პროცესი შენობაში შეჩერებული იყო.

ჯერ-ჯერობით კვლავ უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის აშენდება სკოლა. მშობლები წუხან, რომ სკოლის შენობის აშენებამდე ბავშვებს სხვა სოფელში მოუწევთ სიარული.

საბირკენტის საჯარო სკოლაშ 400-მდე მოსწავლე საწავლობს და 54 მასწავლებელია. შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში შემევალ სოფლებში ცოფი, შულავერი, ყიზილაჯლო, კასუმლო, კიროვკა, ხულდარა, ქურთლიარი და საბირკენდი, სკოლების მშენებლობა იგეგმება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები