ცხოვრების 58 წელი პედაგოგად - მაჰალ ემინოვი
მაჰალ ემინოვი 1937 წლის 27 დეკემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ქესალოში დაიბადა. მაჰალი 1944 წელს პირველ ქესალოს არასრული საშუალო სკოლის პირველ კლასში შევიდა. ემინოვმა სკოლის დამთვრების შემდეგ აზერბაიჯანის რესპუბლიკის გაზახის რაიონის შიხლის საზოგადოებრივ სკოლაში გააგეძელა განათლების მიღება. საშუალო განათლების დამთავრების შემდეგ მან ერთი წელი სოფელში არსებულ „კოლხოზში“ იმუშავა და გამოცდილება დააგროვა რის შემდეგაც თბილისში პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის და აზერბაიჯანული ენის ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩააბარა.

მაჰალ ემინოვი სწავლის დროს ინსტიტუტში თვალსაჩინო სტუდენტი იყო და საზოგადოებრივ საქმეებშიც აქტიურად მონაწილეობდა. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ემინოვმა 1961-1962 წელს ქესალოს სკოლაში ისტორიის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

მაჰალ მასწავლებელი მასწავლებლობით არ დაკმაყოფილდა. იგი სოფლის საზოგადოებრივ-კულტურულ საქმეებშც აქტიურად იღებდა მონაწილეობას. „კოლხოზის“ მუშებისთვის, მოსწავლეების მონაწილეობით, რამდენიმე დრამატიული სპექტაქლიც ითამაშეს.

1981 წლის აპრილიდან 2007 წლის ოქტომბრამდე იგი სოფელ ქესალოში საჯარო სკოლის დირექტორად მუშაობდა. მაჰალ ემინოვი ერთადერთი მასწავლებელია რომელიც მარნეულის რაინიდან ორჯერ აირჩიეს საქართველოს მასწავლებელთა კრების წევრად.


მაჰილს ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი ჰყავდა. მისმა სამმა შვილმა უმაღლესი, ხოლო ერთმა საშუალო განათლება მიირო. ემინოვმა სკოლის დირექტორის თანამდებობს 2007 წლის ოქტომბერში დატოვა.

სოფელ ქესალოს გამორჩეული მასწავლებლებიდან ერთ-ერთი მაჰალ ემინოვი 2019 წლის 17 სექტემბერს გარდაიცვალა.


ავტორი: სემრალ ილგაროვი


Print