მარნეულის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს არასრულწლოვნების უფლებების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ
დღეს, 8 ნოემბერს, მარნეულის N5 საჯარო სკოლაში არასრულწლოვანთა უფლებების შესახებ ტრენინგი გაიმართა.

სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ტრენინგი მართლწესრიგის ოფიცირმა გიორგი ბურდულმა ჩაუტარა. ტრენერმა მართლწესრიგის ოფიცრების ფუნქცია-მოვალეობებისა და არასრულწლოვნების უფლებების შესახებ ისაუბრა.

შეხვედრა ეკოკლუბ „ეკოტინმა“ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020-ის ფარგლებში ჩაატარა. როგორც ჩვენთან საუბრისას ეკოკლუბ „ეკოტინის“ წევრმა გიორგი კავთელაძემ თქვა, ტრენინგის მთავარი მიზანი გაეროს 17 მიზნის შესახებ ახალგაზრდებისათვის ინფორმაციის მიწოდებაა.

„არსებული პროექტის ფარგლებში ყველაზე მასშტაბური აქტივობა ენერგოეფექტური სათბურების ამუშავების სატესტო პროექტია. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ვთანამშრომლობთ მცხეთა-მთიანეთის განვითარების დეპარტამენტთან და ვეხმარებით, რათა არსებული ენერგოეფექტური სათბურები, რომლებიც 50%-ით შეამცირებს ხეების მოხმარებას, კვლავ ამუშავდეს“ - ამბობს გიორგი კავთელაძე

კავთელაძის თქმით, ამ ეტაპზე ეკოკლუბის წარმომადგენლები პოლონეთის საელჩოს პასუხს ელოდებიან, რის შემდეგაც ეკოლოგიურ კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელი მარნეულის სხვა სკოლაში ჩაატარებს ტრენინგს.

პროექტი, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020 საქართვეოში 2015 წლიდან ხორციელდება. ამ ეტაპზე მასში 1 000-მდე სკოლაა ჩართული, მათ შორის გალის მუნიციპალიტეტის სკოლებიც.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები