2 300 აღსაზრდელს მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანება საახალწლო საჩუქრებს გადასცემს
მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანება აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრებს გადასცემს.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა ზაურ ქარიმოვმა თქვა, საახალწლო საჩუქრები 2 300 აღსაზრდელს გადაეცემა, რომელთა შორის სასკოლო მზაობის ჯგუფებიც არიან.

ქარიმოვის განმარტებით, თითოეული საჩუქრის ღირებულება 2 ლარი და 15 თეთრია.

ნიღაბი სხვადასხვა ცხოველების გამოსახულებით, მანათობელი სამაჯური, პასტელის ფანქრები და გასაფერადებელი რვეულები, ეს იმ საჩუქრების ჩამონათვალია, რომელსაც ბაგა-ბაღების გაერთიანება თავიანთ აღსაზრდელებს გადასცემს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები