მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლების შემოწმება
მიმდინარეობს.
2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე განათლების სამინისტრომ ჯანდაცვის
სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით სკოლებისთვის
რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთა შესრულებაც საგანმანათლებლო
დაწესებულებებს დაევალათ.
როგორც დღეს, რადიო „მარნეულს“ შრომის პირობების ინსპექციის
სამსახურში განუცხადეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში შემოწმებული 15
სკოლიდან 11-მა მიიღო სწავლის განახლების ნებართვა. დანარჩენ ოთხს კი
გამოსასწორებელი ვადა მიეცა. მათივე განმარტებით, შეუსაბამობები
უმნიშვნელოა, რომელსაც სკოლებმა 15 სექტემბრამდე წესით თავი უნდა
გაართვან.
მარნეულის მასშტაბით სულ 74 საჯარო და ორი კერძო სკოლა ფუნქციონირებს.
სწავლება საგანმანათებლო დაწესებულებებში თითქმის ნახევარწლიანი
პაუზის შემდეგ 15 სექტემბერს განახლდება.
შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში 9
სექტემბრის მონაცემებით, 1500-მდე შემოწმებული სკოლიდან ჯანდაცვის
სამინისტროს რეკომენდაციებს და მოთხოვნებს 81 სკოლა ვერ
აკმაყოფილებს.
ძირითადი რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც სკოლებს
დაევალათ:
1. მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა;
2. შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება,
გარდა მოსწავლისა;
3. შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა
და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა;
4. პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა;
5. სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების
შემდეგ;
6. ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და
სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და
განიავება;
7. სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის
დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;
8. ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე;
9. ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება;
10. სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი,
კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას
ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის
დასვენებების პერიოდში და სხვა.
ამავე თემაზე:
მარნეულის მუნიციპალიტეტში შემოწმებული
ხუთი სკოლიდან სამს გამოსასწორებელი ვადა მიეცა