404 შეცდომა
ულაშლოს სკოლის დირექტორი ცემის ფაქტს უარყოფს და პოლიტიკურ პროვოკაციად აფასებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის დირექტორი 11 წლის ბავშვის ცემის ფაქტს უარყოფს და მომხდარს პოლიტიკურ პოვიკაციად აფასებს. როგორც რადიო „მარნეულთან“ მიცემულ ინტერვიუში აჰმედ გაჯიევი ამბობს, მას მეხუთე კლასელისთვის არ დაურტყამს და მსგავსი ბრალდებისთვის, ის ბოდიშის მოხდას ითხოვს.

„მე მითხრეს, რომ კლასში მოსწავლეები ჩხუბობენო და სკამს ტეხავენო. მივედი, ჩემს კაბინეტში მოვიყვანე. გავაფრთხილე, რომ ასეთი საქციელი არ შეიძლებოდა. ავუხსენი, რომ სახელმწიფო ინვენტარს აზიანებდნენ. სულ ეგ არის რაც მოხდა. ის, ვინც მე პოლიციაში მიჩივლა, გასული წლის არჩევნებიდან მოყოლებული ჩემთან კომლიქტი აქვს. ნაციონალური მოძრაობის წევრია. კიდევ ერთი რამ აწუხებს მას. მისი ძმისშვილი არასრულწლოვანი იყო და დანშნეს. ნიშნობის შესახებ რომ გავიგე, პოლიციას შევატყობინე. ქორწინება წელიწადნახევრით გადაიდო და ამ ყველაფრისთვის ახლა სამაგიეროს მიხდის“ - ამბობს სკოლის დირექტორი.

როგორც ჩანს, მოსწავლეებს შორის დაპირისპიების ფაქტი სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა უკვე შეიწავლა. ყოველშემთხვევისთვის დირექტორმა ამის დასტურად ფურცეზე ამობეჭდილი ახსნა-განმარტება გამოგვიტანა, სადაც წერია, რომ მეხუთე კლასის ორ მოსწავლეს შორის ჩხუბი საგაკვეთილო პროცესის დროს მოხდა, სიუაცია პედაგოგებმა განმუხტეს და სხვა სახის რაიმე ძალადობა არ დაფიქსირებულა.



ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება ოჯახი, რომელმაც გუშინ, 13 ოქტომბერს, მარნეულის პოლიციაში დირექტორს უჩივლა. სავარაუდოდ, ნაცემი მოსწავლე ამბობს, რომ სკოლის დირექტორი მას ფიზიკურად გაუსწორდა და კედელზე თვით რამდენჯერმე მიანარცხა.

„ მე და ჩემმა კლასელმა ჯერ გარეთ ვიჩხუბეთ და დირექტორი მოვიდა. მერე კლასში შევიდა, სადაც სკამი იყო გატეხილი. დირექტორიც იქ შემოვიდა, გვკითხა სკამი ვინ გატეხაო, მე ვერაფერ ვთქვი. კლასში მარტო ვიყავი, პირველი მე დამინახა. მერე მუშტით აი აქ დამარტყა (გულ მკერდის არეში) და გარეთ გამიყვანა. სამჯერ მიმარტყმევინა თავი კედელს. მერე სხვა მასწავლებლებმა, გადამარჩინეს მისგან. წყალი დამალევინეს მოსასულიერებლად“ - გვითხრა მეხუთე კლასის მოსწავლემ.

11 წლის ბავშის ბაბუის, შირქან ქერიმოვის თქმით, მომხდარ ფაქტს პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„მე ქენან ომაროვს დავურეკე (რესურსცენტრის დირექტორი), რომ ასეთი შემთხვევა მოხდა და რა უნდა ვქნა-თქო. მან მითხრა არაფერი, ერთი გზა აქვს განცხადება უნდა დაწეროო. კარგი გავიგე- მეთქი და 112-ს დავურეკე. მაშინვე კაჩაგნის სამმართველოდან დამირეკეს და მოვიდნენ. ბავშვიწ წამოვიყვანეთ და მარნეულის პოლიციის სამმართველოში ჩამოვედით. აქ გამოგვკითხეს ჩვენც და ბავშვიც. მერე ბავშვმა თვითმხილველები დაასახელა და ასევე, მისი დაც გამოკითხა“

სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება გუშინვე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, საქმე ძალადობის, 126-ე მუხლით აღიძრა.

Print