ცვლილებები 2021 წლის ეროვნულ გამოცდებში
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2021 წლის მისაღებ გამოცდებზე ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

მათი განცხადებით, 2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროგრამები და დავალებათა ტიპები უცვლელი რჩება. რამდენიმე საგანში მხოლოდ გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულა შემცირდება. ცვლილება შეეხება მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის ტესტებს.

2021 წლის მათემატიკის ტესტში იქნება 35 (27 დახურული და 8 ღია ტიპის) დავალება, მაქსიმალური ქულა კი - 59-დან 51-მდე შემცირდა. ღია დავალებები შედგენილი იქნება ორი ორქულიანი, ოთხი სამქულიანი და ორი ოთხქულიანი დავალებისაგან. ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო 3 საათისა და 40 წუთის ნაცვლად 3 სთ იქნება, მინიმალური ბარიერი კი - არანაკლებ 11 ქულისა (უმაღლეს სასწავლებლებს უფლება აქვთ უფრო მაღალი ბარიერი დააწესონ).

ფიზიკისა და ქიმიის ტესტებზე სამუშაოდ 3 საათისა და 40 წუთის ნაცვლად გამოყოფილი იქნება 3 საათი, ხოლო მაქსიმალური ქულა - 75 ქულის ნაცვლად 63 იქნება. სხვა საგნების ტესტებში ცვლილებები არ იგეგმება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები