ზაურ დარგალმა პარლამენტში არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგების სერტიფიცირების პრობლემაზე ისაუბრა
დღეს, 24 დეკემბერს, მარნეულისა და გადრაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. რიგგარეშე სესიის პლენარურ სხდომაზე მან არაქართულენოვანი პედაგოგების პრობლემაზე ისაუბრა. როგორც დარგალმა აღნიშნა, პედაგოგებთან შეხვედრების დროს ყველაზე მწვავე პრობლემად მათი სერტიფიცირების საკითხი იკვეთებოდა.

„გარკვეული პრობლემები ამ მიმართულებით არსებობს, რომელიც ეხება სტატუსის ამაღლებას. იცით, რომ ორი გამოცა ტარდება, როცა სერტიფიცირება ხდება პედაგოგების. ეს არის საგნობრივი გამოცდა და პროფესიული უნარები. ჩვენ მოვახერხეთ და საგნობრივი გამოცდა ტარდება უმცირესობების ენებზე. პროფესიულ უნარებთან დაკავშირებით გვაქვს სირთულეები, როდესაც ვერ ახერხებენ არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლები  ჩააბარონ უნარები მშობლიურ ენაზე , რაც იწვევს გარკვეულ პრობლემებს. ამასთან დაკავშირებით,  მექნება შეკითხვ რა იგეგმება, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. ასევე, არის მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების საკითხი , რომლებიც საერთოდ ვერ იღებენ ამ გამოცდებში მონაწილეობას და ვერ ხერხდება ამ მასწავლებლების განვითარება იქიდან გამომდინარე, რომ მშობლიური ენა და ლიტერატურა არ ზის განათლების პროგრამაში. მაინტერესებს რა გეგმები გვაქვს , რომ მათი სერტიფიცირება მოხერხდეს“ - თქვა ზაურ დარგალმა



ზაურ დარგალი მეათე მოწვევის პარამენტის წევრია. უფლებამოსილების შერულების შემდეგ პარლამენტში სიტყვით მეორედ გამოვიდა. მათ შორის ბოლოს 21 დეკემბერს, სადაც რეგიონში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ისაუბრა.

ზაურ დარგალმა მაშინ ექვსი კითხვა დასვა. დარგალის კითხვები ეხებოდა სოფლის ექიმებისათვის ამბულატორიების რებილიტაციას და მათთვის ელემენტარული სამუშაო პირობების შექმნას, მოსახლეობისასთვის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების დაკანონებას, სატუმბო სადგურების მშენებლობას, ასევე წყალარინებისა და წყალმომარაგების პროექტის განხორციელებისას დაზიანებული გზების ეტაპობრივად მოასფალტებას

თეა დავაძე
რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები