მარნეულის სკოლების ნაწილმა შესაძლოა მუშაობა ჰიბრიდული სწავლებით განაახლოს
მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნაწილი, შესაძლოა, პირველი თებერვლიდან ჰიბრიდულ წავლებაზე გადავიდეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას სხვა მუნიციპალიტეტში ან ქალაქში მცხოვრები მასწავლებლების და სკოლის ადმინისტრაციის ტრანსპორტირების შესაძლებლობა არ ექნება. რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ქენან ომაროვს, ზუსტი სტატისტიკა ამ ეტაზე არ აქვს, თუმცა ვარაუდობს, რომ მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების ნახევარზე მეტი საკითხის მოგვარებას შეძლებს, სკოლების ნაწილი კი, შერეული სწავლებით იმუშავებს.

„სხვა მუნიციპალიტეტებიდან ან ქალაქებიდან ვინც ჩამოდიან მასწავლებლები, მათთვის ან სკოლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება ხარჯი, ან ჰიბრიდულ სწავლებაზე გადავლენ. თუ ტრანსპორტირებისთვის ფინანსები არ იქნება, მაშინ უკვე დისტანციურად გააგრძელებენ კონკრეტული მასწავლებლები მუშაობას. ნახევარზე მეტ სკოლას შესაძლებლობა აქვს ამ ფინანსების, ნახევარზე ნაკლებს - არა. მაქსიმუმ 20-მა სკოლამ ვერ შეძლოს (ფინანსების მობილიზება)“-, თქვა ქენან ომაროვმა

განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით პირველ თებერვალს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში უნდა განახლდეს, გამონაკლისი სამი დიდი ქალაქი – თბილისი, ქუთაისი და რუსთავია. ამ ქალაქებში კი საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.

ფაქტს მარნეულში მომუშავე არაერთიი პედაგოგი გამოეხმაურა და თქვა, რომ იმ პირობებში, როდესაც საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა პირველ მარტამე არ იგეგმება, როგორ შეძლებდნენ სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას.

დღეს, 28 იანვარს, საქათველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ იმსჯელებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაადრევ აღდგენაზე.

ამავე თემაზე: მარნეულში მომუშავე მასწავლებელთა ტრანსპორტირება სკოლებმა უნდა უზრუნველყონ - სამინისტრო

თიკო დავაძე
რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები