მანდატურის სამსახურმა მარნეულში სოციალურ მუშაკთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა
სსიპ „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა“ ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) სოციალურ მუშაკთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. უწყების ცნობით, ორი ვაკასიაა მარნეულის მუნიციპალიტეტშიც. აღნიშნულ პოზიციაზე ანაზღაურება 1 200 ლარის ოდენობითაა განსაზღვრული.

როგორც რადიო „მარნეულს“ მანდატურის სამსახურში განუცხადეს, მარნეულითვის შერჩეული კანდიდატები რუსთვის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრში დასაქმდებიან და მარნეულის სკოლებთან იმუშავებენ.

სოციალურ მუშაკთა ძირითადი ფუნქციები იქნება:

  • სოციალური მომსახურების გაწევა საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისა და მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისათვის;

  • საგანმანათლებლო დაწესებულების ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან და მასწავლებლებთან სამსახურის მიერ შემუშავებული და დანერგილი სოციალური მომსახურების მიწოდება და სოციალური ინტეგრაციის მხარდამჭერი პროექტების განხორციელება;

  • საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის, პედაგოგებისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისათვის საგანმანათლებლო ტრენინგებისა და საინფორმაციო და საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრების ჩატარება;

  • ვიზიტების განხორციელება სკოლებსა და ოჯახებში, ასევე საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლების, პედაგოგების ინფორმირებასა და სოციალურ კონსულტირება;

  • კრიზისულ საკითხებზე მუშაობა;

  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა საკითხებზე მუშაობა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველს რეგისტრაციის გავლა შეუძლია 18 თებერვლამდე. ვრცლად:

თიკო დავაძე
რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები