აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემია საერთაშორისო სტიპენდიას აცხადებს
აზერბაიჯანის ADA-ს უნივერსიტეტში ( აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიაში) ალიმარდან-ბეკ ტოპჩიბაშევის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა მოქმედებს, რომელიც იმ მსოფლიო ლიდერების მომზადებაზეა ორიენტირებული, ვინც მოწოდებულია ემსახუროს საზოგადოებრივ საქმეებს. სტიპენდია ღიაა ნებისმიერი უცხოელი ( არა აზერბაიჯანის მოქალაქე) საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისა და დამამთავრებელი კურსის აპლიკანტებისთვის, რომლებიც დაშვებულნი არიან ADA-ს უნივერსიტეტის ერთ-ერთ უმაღლეს სკოლაში და დაფინანსებასთან დაკავშირებული გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლიათ სწავლა გააგრძელონ.

სასტიპენდიო მოთხოვნები:

- სტუდენტებს, რომლებიც საბაკალავრო პროგრამის პირველ საფეხურებზე, ან დამამთავრებელ კურსზე აბარებენ, სწავლების პირველი სემესტრისთვის 100%-იანი გრანტის მიღება შეუძლიათ. (საბაზისო საფეხურზე მყოფმა სტუდენტებმა წარმატებით უნდა დახურონ საფეხური, რომ სწავლების მომდევნო სემესტრის დაფინანსება მიიღონ).

- უკვე კურსგავლილი სტუდენტები, რომელთა შეფასების საშუალო ქულა (GPA) ბაკალავრის შემთხვევაში 2,5 ან უფრო მაღალია, ხოლო ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის შემთხვევაში 3.00, ან უფრო მაღალია, 100%-იან გრანტს მიიღებენ. სტუდენტები, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებენ შეფასების GPA სისტემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სტიპენდიის მქონე პირის სტატუსს დაკარგავენ.

- უნივერსიტეტი ფარავს უმაღლესი სასწავლებლის მიერ შერჩეულ საერთო საცხოვრებელში ცხოვრების ხარჯებს. საცხოვრებელი ხარჯებისთვის განსაზღვრული თანხა ვერ დაირიცხება სტუდენტის ანგარიშზე, ან გამოყენებული ვერ იქნება სხვა მიზნებისთვის.

ჩარიცხულმა სტუდენტებმა, კურსით განსაზღვრული პროგრამა სრული სამუშაო საათებით უნდა გაიარონ. ADA-ს უნივერსიტეტისა და სტუდენტის ღირსების კოდექსის დარღვევის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტში ყოფნის დარჩენილი დროის განმავლობაში სტიპენდიის მიღებას ვეღარ გააგრძელებს. ADA-ს უნივერსიტეტში ხელახლა ჩარიცხვის შემთხვევაში სტუდენტები მორიგ საერთაშორისო სტიპენდიას ვეღარ მიიღებენ.

ალიმარდან-ბეკ ტოპჩიბაშევის სტიპენდია მხოლოდ სწავლისა და ცხოვრების საფასურს ფარავს. სტუდენტებმა, რომლები საერთაშორისო სტიპენდიას მოიპოვებენ, ყველა დანარჩენი ხარჯები, მათ შორის კომუნალური გადასახადები, წიგნების საფასური და სხვა სტუდენტური ხარჯები, თავად უნდა დაფარონ.

საელჩოს პატივი აქვს შეგახსენოთ, რომ ალიმარდან-ბეკ ტოპჩიბაშევის სტიპენდიის მაძიებელთა აპლიკაციის რეგისტრაციის ბოლო ვადა 2021 წლის 1 აპრილია.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები