კანონში დაგეგმილი ცვლილებები
სკოლა ვალდებული იქნება, მის ტერიტორიაზე სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობები უზრუნველყოს.

“ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მესამე მოსმენით, 81 ხმით დაამტკიცეს.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მიხედვით, განათლების და მეცნიერების მინისტრი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის სტანდარტს დაამტკიცებს. ამასთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, სკოლებში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირების წესს მიიღებს.

კანონპროექტით, სამინისტრომ იმ სკოლებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 1000-ს აღემატება, სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირება 2021 წლის 15 სექტემბრამდე უნდა უზრუნველყოს, ხოლო სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში - 2022 წლის 15 სექტემბრამდე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები