„ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ აბიტურიენტებისთვის მათემატიკის ონლაინ ტესტირებას ჩაატარებს
ფონდ „ღია საზოგადოების“ ფინანსური მხარდაჭერით „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ აბიტურიენტებისთვის მათემატის გამოსაცდელ ტესტირებას ჩაატარებს.
აბიტურიენტებს, რომლებიც ტესტირებაზე მოანწილეობის სურვილი აქვთ, ზოგადი უნარების გამოცდამდე, 13 ივნისს 23:00 საათამდე, უნდა გაიარონ რეგისტრაცია. ტესტირება 15 ივნისს ჩატარდება.

დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს 15 ივნისს 18:00 საათიდან 19:30 საათამდე ელექტრონულ ფოსტაზე მიუვათ ლინკები, რომლის მეშვეობითაც საგამოცდო საკითხებს გახსნიან. 40 კითხვიანი ტესტი მათემატიკის მასწავლებელმა, ელვირ ჰასანოღლიმ შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდები 1 ივლისს ქართული ენა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 38 400 -ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები