მარნეულს წელს 14 მედალოსნობის კანდიდატი ჰყავს
მარნეულის მუნიციპალტეტს 2020-2021 სასწავლო წელს 14 მედალოსნობის კანდიდატი ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ რესურსცენტრის წარმომადგენელმა ირმა დავაძემ უთხრა. დავაძის განმარტებით, აქედან 11 ოქროს, 3 კი ვერცხლის მედალოსანია. 

"მედალოსნობის კანდიდატები არიან მარნეულის მასშტაბით შვიდი სკოლიდან. ქალაქ მარნეულის N2, N5, N6, ბაიდარის, მარადისის, ახალი დიოკნისის და სადახლოს N1 საჯარო სკოლები“

გასულ წელს, მარნეულის მასშტაბით სკოლა მედალზე 9 მოსწავლემ დაამთავრა, თუმცა არცერთ მათგანს დღემდე არ გადასცემია მედალი. როგორც რესურსცენტრში განმარტავენ, შესაძლოა 2019-2020 და 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს მედლები ერთად, სექტემბერში გადასცენ.

„პანდემიის გამო ცოტა გაგვეწელა მედლების გაცემის პროცესი, ვიმედოვნებთ, რომ წელს, სექტემბერში ორივეს ერთად გადაეცემა“

აღსანიშნავია, რომ ოქროს მედალის კანდიდატი მოსწავლის წლიური შეფასება X, XI და XII კლასებში, ყველა საგანში უნდა იყოს 10. ვერცხლის მედლის კი – 9.9 ან 9.8 ქულა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები