მარნეულში 1800-მდე პირველკლასელი სწავლებას დისტანციურად დაიწყებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის 74 საჯარო სკოლა 2021-2022 საწავლო წელს 1800-მდე პირველკლასელს მიიღებს. პირველი ზარი მათთვის სახლებში დაირეკება და სწავლებას ონლაინ რეჟმში შეუდგებიან. როგორც მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განმარტავენ, განათლების სამინისტრო ყველა მათგანს კომპიუტერს გადასცემს.

პირველკლასელი არ ეყოლება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღკულას საჯარო სკოლას. აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებას წელს 6 პირველკლასელის მიღება შეეძლო.

სასწავლო პროცესი სკოლებში საქართველოს მასშტაბით 15 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში დაიწყება. შესაბამისი გადაწყვეტილება, 31 აგვისტოს, საკოორდინაციო საბჭოზე, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო მიიღეს. საგანმანათლებლო დაწესებულებები ონალინსწავლებას 4 ოქტომბრამდე გააგრძელებენ.

თიკო დავაძე
რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია