პედაგოგები სკოლიდან იმ მასწავლებლის გაგდებას ითხოვენ, ვისი პირადი ცხოვრების კადრებიც გავრცელდა
მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე აზიზქენდიის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მშობელთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს. პედაგოგები სკოლიდან იმ ქალის გაგდებას ითხოვენ, ვისი პირადი ცხოვრების კადრებიც რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი სკოლის გადასაწყვეტია. მისი ინფორმაციით საკითხი აზიზქენდის საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაყენებულია და განხილვა მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ აზიზქენდის სკოლის პედაგოგის პირადი ცხოვრებია ამსახველი კადრების გავრცელებაში ბრალდებულია ამავე სკოლის ყოფილი დირექტორი ზაბილ გოჯაევი.

შეგახსენებთ, რომ ზაბილ გოჯაევი რამდენიმე დღე მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ხელმძღვანელობა. უფლებამოვალობის შერულებიდან რამდენიმე დღეში ის დააკავეს.

„სამართალდამცველებმა ზ.გ. 2021 წლის 10 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

ზაბილ გოჯაევი მარნეულის რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2 ივნისს დაინიშნა. მანამდე, ოთხი წლის განმავლობაში, ის სოფელ აზიზკენდის საჯარო სკოლის დირექტორი იყო.

Print