ირველკლასელები სწავლას 15 სექტემბერს არ დაიწყებენ – აღნიშნული
გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დღეს, 7
სექტემბერს გამოაქვეყნა.
უწყების ცნობით, პირველკლასელები სწავლას არა 15 სექტემბერს
დისტანციურ ფორმატში, არამედ 4 ოქტომბერს, დასწრებით ფორმატში,
საკლასო ოთახებში დაიწყებენ. ეს გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ და
მხოლოდ იმ ქალაქებსა და სოფლებს, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი
სწავლის დაწყების მომენტისთვის 4%-ზე დაბალი იქნება.
რაც შეეხება იმ რეგიონებს, სადაც ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი
4%-ზე მეტი იქნება, პირველი კლასის მოსწავლეები სწავლას 4 ოქტომბერს,
ონლაინ ფორმატში დაიწყებენ.
ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს
მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 15 სექტემბერს სწავლას
დისტანციურ რეჟიმში დაიწყებენ და ამ ფორმატით სწავლა 4 ოქტომბრამდე
გაგრძელდება.
წყარო: edu.aris.ge